მშობელთა სკოლა
2025 წლის 9 მარტს ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ და ორგანიზაცია „გადაარჩინე პატარა სიცოცხლე - Save The Tiny Life“ ერთობლივი ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ მომავალი და ახალბედა მშობლებისთვის ჩატარდა „მშობელთა სკოლის“ პირველი შეხვედრა.
პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ორსულობის დაგეგმვის, ბავშვის მოვლის, პოსტსამშობიარო მენტალური ჯანმრთელობისა და გენეტიკური პათოლოგიების შესახებ.
ღონისძიებას 50-ზე მეტი მსმენელი ესწრებოდა, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სპეციალური სასაჩუქრე ჩანთები გადაეცათ. მომხსენებლები:
- ქეთევან შენგელაია – მეან-გინეკოლოგი;
- დოდო აგლაძე – გენეტიკოსი, პედიატრი;
- თიკო ქურდაძე – ნეონატოლოგი;
- ნინო ვარდოსანიძე – პედიატრი;
- თამარ კანდელაკი – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი;
სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად თვალი ადევნეთ ფონდის გვერდს.
#დააფინანსეგანათლება
ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიშის ნომერი - #GE33BG0000000498720284
